Media Literacy and Our Community
Monday, May 10, 2021
Sunday, December 13, 2020
Wednesday, August 19, 2020
მედიაწიგნიერება არის ...
მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე.
მედიაწიგნიერება გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი. როდესაც ადამიანი მედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში. მედიაწიგნიერი ადამიანი იძენს გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასარგებლოა; ხოლო მისთვის საზიანო ან ზედმეტ ინფორმაციას თავს არიდებს.
მედიაწიგნიერი ადამიანი არ ექცევა ინფორმაციის წნეხში და არ აძლევს მედიას საშუალებას, დააპროგრამოს მისი გონება და მისი დღის წესრიგი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში.
-
მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. მედიაწიგნიერება გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალი...